წესდება
ოლიმპიადის ოფიციალური წესები და პირობები.
1. ზოგადი დებულებები
„ინოვატორი“ ატარებს აკადემიურ ოლიმპიადას I–XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. ოლიმპიადა ტარდება ონლაინ ფორმატში.
2. მონაწილეობა
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია საიტზე, სახელის, გვარის, პირადი ნომრის, საკონტაქტო ინფორმაციისა და სკოლის მითითებით. მონაწილეობა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი სკოლის მოსწავლისთვის.
3. ტურები
ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად: I ტური — ონლაინ შესარჩევი ტესტი, II ტური — ფინალი. II ტურში მონაწილეობის უფლებას იძენენ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები.
4. შეფასება
შეფასება ხდება ანონიმურად, 4-ნიშნა კოდის მიხედვით. თითოეული ტესტი ფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით. შედეგები ცხადდება ოფიციალურ ვადებში.
5. პრიზები და სერტიფიკატები
ფინალური ტურის I, II და III ადგილის მფლობელები იღებენ ფასიან პრიზებს. ყველა მონაწილე იღებს ელექტრონულ სერტიფიკატს.
6. მონაცემთა კონფიდენციალურობა
მონაწილეთა პერსონალური მონაცემები ინახება უსაფრთხოდ. საჯაროდ ქვეყნდება მხოლოდ ინიციალები და მონაწილის 4-ნიშნა კოდი. სრული სახელი ჩანს მხოლოდ პირად სერტიფიკატზე.
7. გადახდა და დაბრუნება
მონაწილეობის საფასური შეადგენს 20 ₾-ს ერთ საგანზე. თანხის დაბრუნება შესაძლებელია ტესტის დაწყებამდე 48 საათით ადრე.
